23:25 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-05 13:54:55, 301 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებაზე - როდესაც იღებ ასეთ გადაწყვეტილებას, ის უნდა იყოს დამყარებული კონკრეტულ მტკიცებულებებზე და ფაქტებზე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივს გაუგებარს უწოდებს.

კალაძის თქმით, როდესაც იღებ ასეთ გადაწყვეტილებას, ის უნდა იყოს დამყარებული კონკრეტულ მტკიცებულებებზე და ფაქტებზე, რომელმაც ყველა ინსტანციას უნდა გაუძლოს.

"მე მოვისმინე დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადება და ის ვარაუდი, რაც იყო, აბსოლუტურად გამართლდა - არანაირი მტკიცებულება, არანაირი ფაქტები. რა მოტივით და კრიტერიუმებით იქნა მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება, აბსოლუტურად გაუგებარია. ასევე მოვისმინე, რომ ცესკო სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. როდესაც იღებ ასეთ გადაწყვეტილებას, ის უნდა იყოს დამყარებული კონკრეტულ მტკიცებულებებზე და ფაქტებზე, რომელმაც უნდა გაუძლოს ყველა ინსტანციას. დაველოდოთ, რა იქნება და როგორ იქნება. როდესაც მოვისმინე ამ  მოსამართლის ოჯახის წევრების ინტერვიუები, ჩემთვის ყველაფერი ნათელი და ცხადი გახდა. არ შევდივარ დეტალებში. ვინც მოუსმენს ინტერვიუს, იმათთვისაც ყველაფერი ცხადი იქნება",- აღნიშნა კახა კალაძემ. 

სასამართლო სხდომაზე ჩატარებულ ტექნიკურ შემოწმებას კახა კალაძემ სპეკულაცია უწოდა.  

"ეს არის სპეკულაციები. გუშინაც და დღესაც მოისმინეთ შალვა პაპუაშვილის ბრიფინგი, კონკრეტული ფაქტებით და მტკიცებულებებით, თუ როგორ ტარდება ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში არჩევნები, როგორი მოცემულობაა. არანაირი მტკიცებულება არ გაგაჩნიათ, ხავსს ეჭიდებით და ხავსიც აღარ დაგრჩათ. ყველაფერი ცხადი და ნათელია არჩევნებთან დაკავშირებით",- განაცხადა კახა კალაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
მიხეილ სააკაშვილი: რიყის თეატრი თქვენი მემკვიდრეობაა, რომელსაც ახლა ხალხს ართმევენ
გეგელია: კრემლი ღიად აქებს „ოცნების“ მთავრობას მეასედ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics