15:24 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-04 09:17:43, 410 ნახვა

მსოფლიო
ჰარისი - ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ღაზაში ომი დასრულდეს

როგორც პრეზიდენტი, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ღაზაში ომი დასრულდეს, მძევლები სახლში დაბრუნდნენ და პალესტინელმა ხალხმა შეძლოს, განახორციელოს ღირსების, თავისუფლებისა და თვითგამორკვევის უფლება,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, კამალა ჰარისმა მიჩიგანში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ჰარისის თქმით, მიმდინარე წელი რთული იყო ღაზასა და ლიბანში მსხვერპლის გათვალისწინებით.

"მინდა ვთქვა, რომ ეს წელი რთული იყო ღაზაში მსხვერპლისა და ნგრევის მასშტაბის გათვალისწინებით, ლიბანში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლისა და დევნილობის გათვალისწინებით. ეს გამანადგურებელია",- აღნიშნა ჰარისმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე – ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე - „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
სრული სვლით საგანძურისკენ - 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
კობახიძე: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ტრაგიკული მოვლენაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics