|
2024-11-01 10:15:46, 389 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს „თიბისი“ ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
"თიბისი", სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence. მსგავსი ტიპის ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვა, "თიბისის" სამუშაო პროცესების გამარტივებასთან ერთად, რეგიონში წამყვანი პოზიციის გამყარებაში უწყობს ხელს. Atlassian Intelligence-ის ინოვაციური ხელსაწყოების დანერგვა, ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით, "თიბისის" გუნდის წევრებს დროის დაზოგვაში ეხმარება ისეთ რუტინულ საქმიანობაზე, როგორიცაა: ავტომატიზაციის წესების გაწერა, დავალებების გენერირება და კონტენტის შეჯამება. როგორც "თიბისის" IT მმართველობის ლიდერი, გიორგი ციცქიშვილი ამბობს, ინტეგრაციამ გუნდების პროდუქტიულობა გაზარდა და მათ სტრატეგიულ პროექტებზე ფოკუსირების შესაძლებლობა მისცა. სწორედ საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად, Atlassian-ის მიწვევით, "თიბისიმ" ცოტა ხნის წინ საერთაშორისო ტექნოლოგიურ კონფერენციაში - Team '24 მიიღო მონაწილეობა, რომელიც ბარსელონაში გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, "თიბისის" გუნდის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ერთი მხრივ, ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ მიეღოთ ინფორმაცია, მეორეს მხრივ კი, Cloud-ზე მიგრაციის შესახებ საკუთარი გამოცდილება მონაწილე კომპანიებისთვის გაეზიარებინათ. როგორც "თიბისის" ტექ გუნდი გვიყვება, კონფერენციის ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილი - Rovo ხელსაწყოს წარდგენა იყო. AI-ზე დაფუძნებული პროდუქტი, გუნდებს მონაცემების ანალიზში მნიშვნელოვნად დაეხმარება და ის გადამწყვეტი ინსტრუმენტი იქნება იმისთვის, რომ მათ სწრაფად და მარტივად მართონ მონაცემები სხვადასხვა პლატფორმაზე.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)