16:35 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-29 14:42:19, 482 ნახვა

მსოფლიო
„ჰეზბოლას“ ახალი ლიდერი ნაიმ ყასემი გახდა

„ჰეზბოლამ“ ახალი ლიდერი დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

BBC-ის ცნობით, დაჯგუფებამ ახალ ხელმძღვანელად ნაიმ ყასემი გამოაცხადა, რომელიც მანამდე „ჰეზბოლას“ გენერალური მდივნის მოადგილის პოსტს იკავებდა.

დაჯგუფებამ ახალი ლიდერის დასახელების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 27 სექტემბერს, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ისრაელის საჰაერო დარტყმას „ჰეზბოლას“ ხელმძღვანელი ჰასან ნასრალა ემსხვერპლა.

ნასრალას სიკვდილის შემდეგ, დაჯგუფების შემცვლელად ჰაშემ საფიედინი მოიაზრებოდა, თუმცა 4 ოქტომბერს, ისრაელის მიერ ბეირუთში მდებარე "ჰეზბოლას" მიწისქვეშა სადაზვერვო შტაბ-ბინაზე იერიშის შედეგად, ისიც დაიღუპა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics