|
2024-10-29 14:35:05, 396 ნახვა
საზოგადოება
ფინანსთა მინისტრი - უნგრეთის ფინანსთა მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი
ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა უნგრეთის ფინანსთა მინისტრთან, მიხაი ვარგასთან გამართულ შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, საუბარი შეეხო ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის საკითხებს. „უნგრეთის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა უნგრეთის ფინანსთა მინისტრთან. ტრადიციულად, ორ უწყებას ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს. განხილული იქნა მიმდინარე და სამომავლო პროექტები, მათ შორის, ისეთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და მთლიანად ჩვენი რეგიონისთვის, რაც აჩენს დამატებით საექსპორტო ბაზარზე წვდომის შესაძლებლობას, ხოლო მეორე მხრივ, ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის ენერგოუსაფრთხოების კუთხით, იმ გამოწვევების დასაძლევად, რომელიც მას გააჩნია", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრლო ავრცელებს.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)