|
2024-10-28 10:03:03, 466 ნახვა
პოლიტიკა
ჰელსინკის კომისია - თუ სახელმწიფო დეპარტამენტი დაადასტურებს, რომ არჩევნები გაყალბდა, მკაფიო განცხადება უნდა გაკეთდეს
ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება. ჰელსინკის კომისია მიიჩნევს, რომ თუ სახელმწიფო დეპარტამენტი დაადასტურებს არჩევნების გაყალბებას, უნდა გაკეთდეს მკაფიო განცხადება. "პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სერიოზული წუხილები გამოთქვა ამ შაბათ-კვირის საქართველოს არჩევნების კანონიერებასთან დაკავშირებით. როგორც არჩევნებამდე, ისე არჩევნების დღეს, სანდო ცნობები იყო ამომრჩევლებისა და სამოქალაქო საზოგადოების დაშინებისა და შევიწროების, ასევე ამომრჩეველთა კონფიდენციალურობის დარღვევის შესახებ. თუ სახელმწიფო დეპარტამენტი დაადასტურებს, რომ ეს არჩევნები მართლაც იყო გაყალბებული და არ ასახავდა ქართველი ხალხის ნებას, მათ უნდა გააკეთონ მკაფიო განცხადება ამის შესახებ",- წერს ჰელსინკის კომისია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)