|
2016-02-26 11:04:35, 745 ნახვა
სამართალი
სასამართლომ დედის ცემაში ბრალდებულს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ ოჯახური დანაშაულისათვის ბრალდებულ დ.ხ.-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა და მას სასჯელის სახედ და ზომად 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. "დ. ხ.-ს ბრალად ედებოდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება. საქმის მასალების თანახმად, ქ. თბილისში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში, ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბლაგვი საგნის გამოყენებით სახისა და თავის არეში რამდენიმე დარტყმა მიაყენა დედას, რის შედეგადაც, ქალბატონმა უმძიმესი დაზიანებები მიიღო, კერძოდ, ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, სახის ძვლების მოტეხილობა, თავის ტვინის შეშუპება, მწვავე ჰემატომა შუბლის არეში და გულმკერდის დახურული ტრავმა. ბრალდებულმა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამნაშავედ და საქმის არსებითი განხილვის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ხსენებული დანაშაული ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში ჩაიდინა, რაც გამოწვეული იყო ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი დედის არაადეკვატური ქცევით. სასამართლომ, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ მტკიცებულებათა საფუძველზე, დ.ხ. დამნაშავედ ცნო მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენაში. აღნიშნულ საქმეზე ჩატარდა ცხრა სასამართლო სხდომა, დაიკითხა ბრალდების 16 და დაცვის 1 მოწმე",-ნათქვამია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში. სასამართლოს განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)