|
2024-10-23 11:56:00, 338 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში პირველი პროექტი დასრულებულია
ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში პირველი პროექტი დასრულებულია. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ვარკეთილის დასახლებაში, მესამე მასივის მე-7 კვარტლის მე-12 კორპუსის მობინადრეები ძალიან მალე ახალ ბინებში დაბრუნდებიან. "სამგორის რაიონში, ვარკეთილის დასახლებაში, მესამე მასივის მე-7 კვარტლის მე-12 კორპუსის მობინადრეები ძალიან მალე საკუთარ სახლს, ოღონდ სრულებით ახალს და მოწესრიგებულს დაუბრუნდებიან. საუბარია 36 ოჯახზე. ეს იყო პირველი პროექტი, რომელიც გასულ წელს დავიწყეთ. აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში გარემონტებული ბინები გადაეცემა 21 მოსახლეს, ხოლო დანარჩენი 15 მოსახლე გარემონტებული ბინით მომდევნო ერთ თვის განმავლობაში დაკმაყოფილდება. ამ მისამართზე იდგა ავარიული, 4-სართულიანი შენობა, განვახორციელეთ მისი დემონტაჟი და მის ნაცვლად, 10-სართულიანი, თანამედროვე სტანდარტების მქონე საცხოვრებელი სახლი აშენდა",- განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, პროგრამა გრძელდება და მუნიციპალიტეტი მოსახლეობას გვერდით მაქსიმალურად დაუდგება. "როგორც იცით, მანამდე გამაგრების სამუშაოებს ვახორციელებდით ისეთი შენობა-ნაგებობების, რომელიც საცხოვრებლად საშიში იყო, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ პრობლემა ჩნდებოდა. 2021 წლის არჩევნებზე ჩვენი ერთ-ერთი დაპირება იყო, რომ წარმოვადგენდით პროგრამას, რომელიც მოგვცემდა შესაძლებლობას, ეტაპობრივად ჩაგვენაცვლებინა ავარიული შენობა-ნაგებობები ახალი, თანამედროვე საცხოვრებელი კორპუსებით. ამ პროგრამამ დიდი დაინტერესება გამოიწვია. უკვე გვაქვს წინგადადგმული ნაბიჯები. პროექტები სხვადასხვა ეტაპზეა - ზოგან მოლაპარაკებები მიმდინარეობს მოსახლეობასთან, ზოგან გაცემულია ნებართვები და სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება, ზოგიერთი პროექტი კი, ნებართვის მიღების ეტაპზეა. ყველას გვერდით დავუდგებით. გვინდა, რომ თბილისის მასშტაბით რაც შეიძლება მეტი ავარიული შენობა-ნაგებობა ჩავანაცვლოთ, ბიზნესის ხელშეწყობით და იქ მცხოვრებლებს მივცეთ საშუალება, იცხოვრონ ახალაშენებულ, გარემონტებულ, მოწესრიგებულ სახლებში",- განაცხადა კახა კალაძემ.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)