|
2024-10-22 20:41:34, 433 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი მოლდოვაზე და უკრაინაზე - დარწმუნებული ვარ, ევროკავშირში სამივე ერთად ძალიან მალე შევალთ
დარწმუნებული ვარ, სამივე ერთად შევალთ ევროკავშირში, ძალიან მალე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, "ფორმულასთან" ინტერვიუში უკრაინასა და მოლდოვაზე საუბრისას განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, რუსეთმა უკრაინასა და მოლდოვაში სასურველ მიზანს ვერ მიაღწია. "რუსეთი ვერაფერს აღწევს დღევანდელ დღეს. უკრაინაში ვერ აღწევს თავის მიზანს, კი გრძელდება [ომი], საშინელი, ტრაგიკული მომენტია უკრაინაში 2 წელია და მეტი, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთმა ვერ მიაღწია მიზანს იმის მიუხედავად, რომ ითვლებოდა, რომ რუსეთის ჯარი ყველაზე ძლიერი ჯარი იყო. მოლდოვაში რუსეთმა ვერ მიაღწია მიზანს, იმის მიუხედავად, რომ დაიხარჯა ძალიან დიდი ფული და მე ველაპარაკე რამდენიმე კვირის წინ მაია სანდუს, კიდევ ერთი კვირის წინ მეორედ ვესაუბრე - უზარმაზარი თანხები დაიხარჯა, იქ პრორუსული ძალები ძალიან აქტიური იყვნენ და გამოყენებული იყო ყველანაირი ჰიბრიდული საშუალება, რაც არსებობს და ამის მიუხედავად, ეს ქალი დგას და რეფერენდუმი მოიგო რთულ პირობებში და ეს უდიდესი გამარჯვებაა. მე დარწმუნებული ვარ, რომ სამივე ერთად შევალთ ევროკავშირში ძალიან მალე და ძალიან სწრაფად",- განაცხადა ზურაბიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)