|
2024-10-22 12:10:49, 312 ნახვა
პოლიტიკა
მიქანაძე - გვსურს საზოგადოებას წარვუდგინოთ ინფორმაცია იმ სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც „ოცნების“ საწინააღმდეგო საქმიანობაში იქნენ მხილებული
დღეს, შეჯამების სახით, გვსურს საზოგადოებას წარვუდგინოთ ინფორმაცია ცესკოში რეგისტრირებული იმ სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც პოლიტიკურ სუბიექტებთან კავშირსა და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ წარმოებული საქმიანობაში იქნენ მხილებული,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მიქანაძის თქმით, ამავე საკითხზე ერთი თვის წინ ჩატარებულ ბრიფინგზე, მმართველმა გუნდმა, გამოავლინა ოპოზიციასთან პირდაპირ კავშირში მყოფი 19 და „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ მოქმედი 7 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია. მანვე აღნიშნა, რომ „სამართლისა და თანასწორობის ცენტრს“, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „ახალთან“ არის აფილირებული, შუალედური ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ, მისივე განცხადების საფუძველზე გაუუქმდა რეგისტრაცია. „შეგახსენებთ, რომ 1 თვის წინ, 27 სექტემბერს იგივე საკითხზე ჩვენ მიერ ჩატარებული შუალედური ბრიფინგით რეგისტრირებული 49 ორგანიზაციიდან გამოვლინდა ოპოზიციასთან პირდაპირ კავშირში მყოფი 19 და „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ მოქმედი 7 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია. აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ ერთ სადამკვირვებლო ორგანიზაციას, კერძოდ, „სამართლისა და თანასწორობის ცენტრს“, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „ახალთან“ არის აფილირებული, ჩვენ მიერ შუალედური ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ, მისივე განცხადების საფუძველზე, ცესკომ გაუუქმა რეგისტრაცია“,- განაცხადა მიქანაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)