|
2024-10-10 12:30:36, 391 ნახვა
პოლიტიკა
წითლიძე - ენგურჰესის დირექტორი თანამშრომლებს პირადობებს ართმევს, რათა დევნილებმა არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღონ
მოვიპოვეთ მტკიცებულებები, თუ როგორ ავალებს ენგურჰესის დირექტორი ლევან მებონია დევნილებს პირადობის მოწმობების ჩაბარებას და როგორ აწარმოებს მოლაპარაკებას ოკუპანტებთან, ენგურის ხიდის ჩაკეტვის თაობაზე,- ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ანა წითლიძემ განაცხადა. წითლიძის თქმით, “ლევან მებონია, რომელიც ენგურჰესის დირექტორის თანამდებობას იკავებს, ორ დანაშაულებრივ ქმედებაშია შემჩნეული“. “ჩვენ ვიცით ის ადამიანები, რომლებიც მონაწილეობენ პირადობების მოწმობების ჩამორთმევის პროცესში და ასრულებენ უკანონო დავალებებს. ერთ-ერთი მათგანი არის ლევან მებონია, ენგურჰესის დირექტორი, რომელიც ორ დანაშაულებრივ ქმედებაშია შემჩნეული. პირველი: ლევან მებონიას დავალება აქვს, რომ ენგურჰესის თანამშრომელთა უმეტესობას, რომლებიც ოპოზიციურად არიან განწყობილი, ჩამოართვას პირადობის მოწმობები, რათა მათ ვერ შეძლონ არჩევნების დღეს უბნებზე მისვლა და ხმის მიცემა. მეორე, უფრო მძიმე დანაშაული: ლევან მებონია არის მთავარი მომლაპარაკებელი რუს ოკუპანტებთან, რომ 24, 25 და 26 ოქტომბერს დაიკეტოს ენგურის ხიდი, რომ დევნილებს - საქართველოს მოქალაქეებს ოკუპირებული ტერიტორიიდან, არ მიეცეთ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება. მინდა მივმართო ლევან მებონიას. პირველი - ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რას აკეთებთ და რა დავალებები გაქვთ პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით და ხიდის ჩაკეტვასთან დაკავშირებით. უნდა იცოდეთ, რომ თითოეული თქვენი ნაბიჯის შესახებ იციან ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა და უნდა იცოდეთ, რომ თქვენ არ შეგრჩებათ არცერთი დანაშაულებრივი ქმედება საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. მე ასევე მოვუწოდებ ენგურჰესის თანამშრომლებს, რომ მოგვაწოდონ დამატებითი მტკიცებულებები მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით და მინდა იცოდნენ, რომ ჩვენ დავიცავთ თითოეულ ადამიანს ლევან მებონიას უკანონო ბრძანებებისგან“,- განაცხადა წითლიძემ.
უკრაინამ ლიპეცკის საწარმო ზონა დაბომბა, ლენინგრადში კი ინდუსტრიულ პარკს დაარტყა
ივლისში ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაახლოებით 100 ამერიკელი ჯარისკაცი დაშავდა
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა.
დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა თავისი გუნდი წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)