|
2016-02-23 21:00:09, 855 ნახვა
სამხედრო
„ცოდნის კვირეულის“ ფარგლებში შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში ეროვნული თავდაცვის აკადემიის მიერ გამოცემული წიგნების გამოფენა და სამინისტროში წარმოებული კვლევების პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „ცოდნის კვირეულის“ ფარგლებში შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში ეროვნული თავდაცვის აკადემიის მიერ გამოცემული წიგნების გამოფენა და სამინისტროში წარმოებული კვლევების პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე. მინისტრის მოადგილემ განათლებისა და ცოდნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანები წარმატებას, სწორედ, ცოდნის საფუძველზე უნდა აღწევდნენ. „დღევანდელი დღით სრულდება „ცოდნის კვირეული“, რომელიც წელს პირველად გამოვაცხადეთ სამინისტროში იმისთვის, რომ ხაზი გაგვესვა, რა მნიშვნელოვანი როლი აქვს ცოდნას ჩვენს პიროვნულ წარმატებაში და ასევე ჩვენი სახელმწიფოს გამარჯვებასა და წინსვლაში. დღეს წარმოვადგინეთ კვლევა, რომელსაც აწარმოებს თავდაცვის სამინისტრო. აღსანიშნავი და სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ სამინისტროში მიმდინარეობს სამეცნიერო მუშაობა და უწყება მოწოდებულია, რომ ამ ტიპის საქმიანობას მხარი დაუჭიროს მომავალშიც“,- განაცხადა ანა დოლიძემ. თავდაცვის სამინისტროს ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგის დეპარტამენტი კვლევებს ჰოლანდიის თავდაცვის სამინისტროსა და ლეიდენის უნივერსიტეტთან ერთად აწარმოებს. კვლევები სამხედრო სპეციფიკასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური პრობლემების კულტურალური ასპექტების შესწავლას ეხება და პოსტტრავმული სტრესული აშლილობის, დეპრესიის, შფოთვის და სოციალური ჩივილების გავრცელების და ურთიერთკავშირის შესწავლას მოიცავს. „ცოდნის კვირეულის“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლის, ისტორიის დოქტორის, პოლკოვნიკ არჩილ ჩაჩხიანის სამხედრო-პოლიტიკური ხასიათის მონოგრაფიას - „რუსეთი და თურქეთი: ბოლშევიკურ იტიჰადისტური ენიგმა 1920-1922)“. დღესვე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ სამინისტროს სახელით სპეციალური მადლობები გამოუცხადა და სერტიფიკატები გადასცა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ტოპოგრაფიული სამმართველოს სტამბის თანამშრომლებს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო დაწესებულების გამომცემლობის უფროსს ნინო დეკანოსიძეს კი მასზე დაკისრებული მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის, ეროვნული თავდაცვის აკადემიის მონეტა უსახსოვრა. თავდაცვის სამინისტროს „ცოდნის კვირეული“ 17 თებერვალს გაიხსნა. კვირეულის მიზანი სამხედრო სამხედრო განათლების პოპულარიზაცია და შეიარაღებულ ძალებში განათლების ხარისხის ამაღლებაა.
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)