|
2024-10-09 16:05:21, 345 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - რეზოლუციის ავტორებმა კარგად იციან, რომ ჩვენ ორმხრივი სანქციებით რუსეთს ვერანაირ ზიანს ვერ მივაყენებთ
თუ კი ის, რასაც აქამდე გაურბოდა უცხოური აქტორი, კითხვაზე პირდაპირ პასუხს საქართველოსგან, რომ ორმხრივი სანქციები დაგვეწესებინა და ზოგი უარყოფდა კიდევაც, რომ თითქოს არ ითხოვენ, ამ რეზოლუციამ გაამჟღავნა ის, რაზეც სინამდვილეში იყო საუბარი დახურულ კარს მიღმა, ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებთან, როდესაც ითხოვდნენ რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესებას,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, “საქართველომ საკუთარი გამოცდილებიდან იცის თუ რას ნიშნავს სანქციების დაპირისპირებაში შესვლა რუსეთთან“. “ეს მათ შორის გამოცდილების გარდა, ვიცით იმ ანალიზით, რომელიც ჩატარდა 2022 წელს იმასთან დაკავშირებით თუ რა ეფექტი ექნებოდა საქართველოს ეკონომიკაზე თუ კი ამას ავიღებთ რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესებას და სწორედ ამ ანალიზით ვნახეთ ჩვენ, რომ ეს იქნებოდა, ჩვენ 2022 თუ 2023 წელს არა ეკონომიკურ ზრდაზე გვექნებოდა საუბარი, არამედ 18 %-მდე ეკონომიკურ ვარდნაზე, რაც ნიშნავს ეკონომიკურ კოლაფსს და ეკონომიკის ჩამოშლას საქართველოსთვის. აი ამისკენ გვიბიძგებდნენ სინამდვილეში ამ მოწოდებით და ამაზე გვქონდა ზუსტად საუბრები დახურულ კარს მიღმა, როდესაც ვეუბნებით, რომ შეუძლებელია, მოითხოვო საქართველოსგან წავიდეს ამხელა რისკზე და ამავე დროს როდესაც ჩვენ ვეკითხებოდით თუ კი ამ რისკზე წავედით და ეკონომიკური კოლაფსის პირას დავდექით, დაგვეხმარებით, იქნება აქ ფინანსური გარანტიები, არსებობს თუ არა, არავინ ფინანსურ გარანტიებს არ გვაძლევდა ჩვენ, ვიქნებოდით კეთილ ნებაზე დამოკიდებული, შემდეგ ვინმე გამოგვიგზავნიდა ხორბალს კონტეინერით, თუ ჩაგვისხამდა ბენზინს ავზში, აი ეს იქნებოდა ჰუმანიტარული დახმარების იმედად დარჩებოდა საბოლოო ჯამში საქართველო“,- განაცხადა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ “ორი წელი სინამდვილეში საქართველოს ხელისუფლებამ ზეწოლის ფონზე გაატარა - ორმხრივი სანქციები დაეწესებინა რუსეთისთვის“. “ახლა არ ვიცი ეს შეცდომით გაეპარათ თუ როგორ მოხვდა რეზოლუციაში, ეს არის პირველი ევროკავშირის ოფიციალური დოკუმენტი, სადაც ასე ღიად არის მოთხოვნილი, რომ საქართველომ ორმხრივი სანქციები დაუწესოს რუსეთს. ახლა მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით რას იტყვის ოპოზიცია, გასაგებია “ლელოს“ პირდაპირ პროგრამაში უწერია, რომ აპირებს საქართველო დაანგრიოს ასეთი ნაბიჯებით, ასე რომ ეს არის. რა არის მთავარი დაპირება ოპოზიციის? - ისინი ხელისუფლებაში თუ მოვლენ, შეასრულებენ ყველა მითითებას, რაც მოდის უცხოეთიდან, მათ შორის ევროპიდან რა მითითებებიც მოდის. რეზოლუციაში შავით-თეთრზეა გაწერილი - დაუწესეთ სანქციები რუსეთს, მოვლენ ორ დღეში დააწესებენ სანქციებს. რა მოჰყვება ამას? - ეკონომიკურად დათვლილია, ანალიზის სახით და ჩვენი ახლო წარსულიც ძალიან კარგად ვიცით, რას ნიშნავს სანქციების ომი რუსეთთან. მთავარი პრობლემა სწორედ ის არის რომ ყველამ ძალიან კარგად იცის ამ რეზოლუციის ავტორებმაც კარგად იციან, რომ ჩვენ ორმხრივი სანქციებით რუსეთ ვერანაირ ზიანს ვერ მივაყენებთ. ერთადერთი ვინც დაზიანდება ასეთი სანქციებით, არის ქართველი ხალხი. ეს ნიშნავს სიღატაკეს, ჩამოქცევას ქართული ეკონომიკისა. თუ რატომ მოგვიწოდებენ მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ყველასთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, ეს უკვე მეორე საკითხია და ამაზეც, რა თქმა უნდა, უნდა დაფიქრდეს ქართველი ხალხი“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
უკრაინამ ლიპეცკის საწარმო ზონა დაბომბა, ლენინგრადში კი ინდუსტრიულ პარკს დაარტყა
ივლისში ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაახლოებით 100 ამერიკელი ჯარისკაცი დაშავდა
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა.
დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა თავისი გუნდი წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)