|
2016-02-23 17:41:34, 928 ნახვა
საზოგადოება
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე ტექნოპარკში ახალგაზრდებს შეხვდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე ტექნოპარკში ახალგაზრდებს შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ქაშიბაძემ ინოვატორ ახალგაზრდებს სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიები დაათვალიერებინა, გააცნო ტექნოპარკის სერვისები, ახალგაზრდებმა გატესტეს მაღალტექნოლოგიური დანადგარები. სააგენტოს თავმჯდომარე მათ ბიზნეს ინკუბატორის სერვისებსა და შესაძლებლობებზე ესაუბრა. ტექნოლოგიურ პარკს სხვა ინოვატორ ახალგაზრდებთან ერთად სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის ბენეფიციარი ნემო ჯალაღონიაც ესტუმრა, რომლის საქმიანობაც სამეგრელოში ვიზიტისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მეწარმეობის განვითარების თვალსაჩინო მაგალითად დაასახელა. მეწარმის საამქრო ასევე მოინახულა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა. შეხვედრისას მთავრობის წარმომადგენლებმა ახალგაზრდა მეწარმეს შესთავაზეს გამოეყენებინა ტექნოლოგიური პარკის უნიკალური რესურსი, ინკუბატორის სერვისები და მოეხდინა საკუთარი იდეის კომერციალიზაცია. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ანა კვარაცხელია. ეკონომის სამინისტროს ცნობით, ბიზნეს ინკუბატორის მიზანია ხელი შეუწყოს ინოვაციური და ტექნოლოგიებზე დაყრდნობილი ბიზნეს იდეის მქონე გუნდებს , რათა მოხდეს მათი სტაბილურად განვითარებად კომპანიად ჩამოყალიბება. ამისათვის ტექნოპარკი მათ მომსახურების სრულ ციკლს შესთავაზებს. ინკუბატორში განხორციელდება Start-up-ებისთვის სხვადასხვა სერვისების შეთავაზება, მათ შორის: საერთო სამუშაო სივრცეში განთავსება, წვდომა ექსპერტებთან მენეჯმენტის, მარკეტინგის, ფინანსების, პერსონალის მართვის და სხვა დარგებში (სერვისის მიწოდება განხორციელდება მართვის აკადემიის მიერ); ფინანსური, იურიდიული და ბუღალტრული მომსახურება (სერვისის მიწოდება განხორციელდება დელოიტის მიერ); ინტელექტუალური საკუთრების დაცვასთან დაკავშირებული საკითხები (სერვისის მიწოდება განხორციელდება საქპატენტის მიერ); კონსულტაცია ონლაინ პლატფორმებზე ტექნოლოგიური ინოვაციების გასატანად, მენტორშიპი ბიზნესის სტრატეგიული განვითარებისა და გლობალური მარკეტინგის წარმოების შესახებ, სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში (Fab Lab) პროტოტიპის შექმნას, საერთაშორისო კომპანიების შოურუმები და ფუნქციური სივრცეები სატესტო აპარატურით (Intel, HP, Autodesk, Samsung, Cisco, Epson), სატრენინგო ოთახები, საკონფერენციო სივრცე, შეხვედრების ოთახები ვიდეო კონფერენციების აპარატურით, ბიბლიოთეკა ინოვატორებისათვის საინტერესო ლიტერატურით, რეზერვირებული მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი, წვდომა ქლაუდ სერვისებთან.
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)