23:53 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-07 21:13:42, 371 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ანაკლიის პორტი პირველ გემებს 2029 წლისთვის მიიღებს - პორტის გამტარობა წელიწადში 600 ათასი კონტეინერი იქნება

ანაკლიის პორტის პროექტის პირველი ფაზის სამუშაოები 2029 წლისთვის დასრულდება და პირველ გემებს ანაკლიის პორტი სწორედ 2029 წლისთვის მიიღებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, სამუშაოები უკვე იწყება, გაფორმებულია ხელშეკრულება ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან, ხოლო ბელგიური კომპანია დაიწყებს მუშაობას უშუალოდ პორტის გაღრმავებაზე. 

„პირველ გემებს ანაკლიის პორტი სწორედ 2029 წლისთვის მიიღებს. 600 ათასი კონტეინერი წელიწადში ეს იქნება ამ პორტის გამტარობა და 600 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება მხოლოდ პირველი ფაზის განმავლობაში. ეკონომიკური ზრდისთვის ესეც უმნიშვნელოვანესი პროექტია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ახლო მომავალში ბოლომდე იქნება მიყვანილი რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რაც დაკავშირებადობის განსავითარებლად მნიშვნელოვანია. 

„გამტარუნარიანობა გაიზრდება 27 მილიონი ტონიდან 48 მილიონ ტონამდე. ეს პროექტიც საკვანძო მნიშვნელობისაა ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის განსავითარებლად“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics