|
2024-10-07 14:05:32, 342 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - მე მინდა ქვეყნის ევროპული მომავალი, მაგრამ არა ისეთი, როგორზეც ევროკავშირის ელჩი საუბრობს
დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს არის რიგი ევროპელი ბიუროკრატების მიერ თავს მოხვეული ვირტუალური სამყარო, რომ ჩვენ არ უნდა გვქონდეს უფლება ჩვენი დამოუკიდებლობით ვიამაყოთ. როგორც კალაძემ აღნიშნა,“ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევის უფლება არავის არ აქვს“. “არავის აქვს იმის უფლება, რომ ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში და უფრო მეტიც, წინასაარჩევნო კამპანიაში. ვინც უნდა იყოს და რაც უნდა პატივსაცემი ადამიანი იყოს, თუნდაც რომელი ქვეყნის ელჩი, ამის უფლება არავის აქვს. ეს არც ევროპაა, არც ევროპელობა. ხალხს თავს ნუ ახვევთ, თითქოს ეს არის სწორი. ეს არის ჩვეულებრივი მონობა და არანაირი კავშირი არ აქვს ევროპასთან. ეს არის ევროპელი ბიუროკრატების მიდგომა და დამოკიდებულება, რომ ჩვენ არ უნდა გვქონდეს უფლება ჩვენი დამოუკიდებლობით ვიამაყოთ, არ უნდა ვისაუბროთ სუვერენიტეტზე. ამაზე აქციებიდან პირდაპირ გვესაუბრებოდნენ. 10 წელი ვიცხოვრე ევროპაში და ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს ევროპელობა და რა არის ძირითადი პრინციპები. ევროინტეგრაციას, ევროპულობას ჩემზე მაგარი მხარდამჭერი არვიცი თუ ჰყავს. მეც, როგორც ბევრ ქართველს, მინდა ქვეყნის ევროპული მომავალი, მაგრამ არა ისეთი, როგორსაც ბატონი ელჩი ამბობს. ეს არის ევროპელი ბიუროკრატების მიერ თავს მოხვეული ვირტუალური სამყარო“,- აღნიშნა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)