|
2024-10-05 17:10:47, 493 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - ევროინტეგრაციის პროცესში ერთადერთ დაბრკოლებას ივანიშვილის „ქართული ოცნება“ წარმოადგენს
ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ერთმანეთს შეხვდნენ. როგორც ბოკუჩავამ შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, შეხვედრაზე მან და პრეზიდენტმა ერთმანეთს, ვიზიტებისას მიღებული გზავნილები გააცნეს. პრეზიდენტი ევროპაში იმყოფებოდა, მეც ვიყავი ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიის ასამბლეაზე, შემდეგ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე დუბლინში. გავცვალეთ ჩვენი ვიზიტების დროს მიღებული გზავნილები, ევროპელებისგან, რომლებიც ადასტურებენ როგორც პრეზიდენტთან, ისე ჩვენთან, რომ ევროპის კარი არის ღია. დღეს ერთადერთ დაბრკოლებას ევროინტეგრაციის პროცესში ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ ხელისუფლება წარმოადგენს, რომელიც ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანს საბოტირებს. ვისაუბრეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოქალქეების თავისუფალი არჩევანი საერთო ძალისხმევით დავიცვათ“,- განაცხადა ბოკუჩავამ შეხვედრის შემდეგ. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქალ ლიდერებს დღეს, ორბელიანის სასახლეში შეხვდა. შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხები მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდებოდა.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)