|
2024-10-04 12:40:31, 381 ნახვა
პოლიტიკა
ჰერჩინსკი - EU არის გლობალური მშვიდობის პარტია და ჩვენ ვიცით, სად არის გლობალური ომის პარტია - ის არის მოსკოვში
EU არის გლობალური მშვიდობის პარტია და ჩვენ ვიცით, სად არის გლობალური ომის პარტია - მოსკოვში. ის არის მოსკოვში, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკმა განაცხადა. ჰერჩინსკის თქმით, ევროკომისიის მიერ დადგენილი 9 პუნქტიდან, ერთ-ერთი იყო ანტიევროპული პროპაგანდის შეწყვეტა, რაც არ სრულდება. "ევროკავშირი დაფუძნებულია კონკრეტულ ფასეულობებზე და ეს ფასეულობები გადახედვას არ ექვემდებარება. ეს არის თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, უმცირესობების უფლებები და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს აირჩევს მთავრობას, რომელიც ამ ნორმებს დაიცავს. ნება მომეცით, მკაფიოდ ვთქვა,რომ თუ საქართველო გახდება ერთპარტიული სახელმწიფო, სადაც პოლიტიკური ოპოზიცია აკრძალულია და სამოქალაქო საზოგადოება იძულებულია, უცხოეთში წავიდეს, თუ უმცირესობების უფლებები დაცული არ იქნება, მაშინ საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი ვერც დღეს, ვერც ხვალ და ვერც ზეგ. ეს არის ნორმები, რომლებიც ყველა კანდიდატმა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს... თქვენ იცით იმ 9 ნაბიჯის შესახებ, რომელიც საქართველოს წარუდგინა ევროკომისიამ. პირველი ნაბიჯი იქ არის ანტიევროპული პროპაგანდის შეწყვეტა. სამწუხაროდ, ეს არ მოხდა და ეს პროპაგანდა გრძელდება. თუმცა, რამდენჯერაც არ უნდა გაიმეოროს ვინმემ ის, რაც არის ტყუილი, სიმართლე მაინც ერთია: ჩვენ ვართ მშვიდობის, სტაბილურობის, განვითარების მომხრე. ევროკავშირი არის გლობალური მშვიდობის პარტია და ჩვენ ვიცით, სად არის გლობალური ომის პარტია. ის არის მოსკოვში",- აცხადებს ჰერჩინსკი.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)