|
2024-10-04 12:23:29, 453 ნახვა
პოლიტიკა
ჰერჩინსკი - თუ საქართველო ერთპარტიული იქნება, ევროკავშირის წევრი ვერც დღეს, ვერც ხვალ და ვერც ზეგ ვერ გახდება
ნება მომეცით, მკაფიოდ ვთქვა, რომ თუ საქართველო ერთპარტიული სახელმწიფო გახდება, სადაც პოლიტიკური ოპოზიცია აკრძალულია და სამოქალაქო საზოგადოება იძულებულია, უცხოეთში წავიდეს, თუ უმცირესობების უფლებები დაცული არ იქნება, მაშინ საქართველო ევროკავშირის წევრი ვერც დღეს, ვერც ხვალ და ვერც ზეგ ვერ გახდება,- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. მისი თქმით, “ევროკავშირი დაფუძნებულია კონკრეტულ ფასეულობებზე და ეს ფასეულობები გადახედვას არ ექვემდებარება“. “ევროკავშირი დაფუძნებულია კონკრეტულ ფასეულობებზე და ეს ფასეულობები გადახედვას არ ექვემდებარება. ეს არის თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, უმცირესობების უფლებები და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს აირჩევს მთავრობას, რომელიც ამ ნორმებს დაიცავს. ნება მომეცით, მკაფიოდ ვთქვა, რომ თუ საქართველო გახდება ერთპარტიული სახელმწიფო, სადაც პოლიტიკური ოპოზიცია აკრძალულია და სამოქალაქო საზოგადოება იძულებულია, უცხოეთში წავიდეს, თუ უმცირესობების უფლებები დაცული არ იქნება, მაშინ საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი ვერც დღეს, ვერც ხვალ და ვერც ზეგ. ეს არის ნორმები, რომლებიც ყველა კანდიდატმა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ არჩევნები იქნება სამართლიანი და თავისუფალი, რომ იქნება კონკურენტული, ინკლუზიური, გამჭვირვალე და გაიმართება უმაღლესი საერთაშორისო და ევროპული სტანდარტებით. თუმცა, თუ აღმოჩნდა და საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადგინეს სერიოზული დარღვევები, მაშინ ჩვენგან იქნება შესაბამისი პასუხი. ჩვენ ეს გამოვცადეთ ბელარუსის შემთხვევაში და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს შემთხვევაში ამას არასდროს გამოვცდით. თქვენ იცით იმ ცხრა ნაბიჯის შესახებ, რომელიც საქართველოს წარუდგინა ევროკომისიამ. პირველი ნაბიჯი იქ არის ანტიევროპული პროპაგანდის შეწყვეტა. სამწუხაროდ, ეს არ მოხდა და ეს პროპაგანდა გრძელდება. თუმცა, რამდენჯერაც არ უნდა გაიმეოროს ვინმემ ის, რაც არის ტყუილი, სიმართლე მაინც ერთია: ჩვენ ვართ მშვიდობის, სტაბილურობის, განვითარების მომხრე. ევროკავშირი არის გლობალური მშვიდობის პარტია და ჩვენ ვიცით, სად არის გლობალური ომის პარტია. ის არის მოსკოვში. სწორედ რუსეთი შეიჭრა საქართველოში 2008 წელს და უკრაინაში 2014 წელს, სწორედ რუსეთმა დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 2022 წელს და სწორედ რუსეთი იყენებს ჰიბრიდულ მეთოდებს, რათა დათესოს ქაოსი მთელს მსოფლიოში“,- განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)