|
2024-10-03 12:11:22, 385 ნახვა
პოლიტიკა
ლანდსბერგისი - საქართველოს მმართველი პარტია დაშინების კამპანიას აგრძელებს
საქართველოს მმართველი პარტია დაშინების კამპანიას აგრძელებს,- ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ლანდსბერგისმა საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა. "ჩვენ კვლავ სერიოზულად ვართ შეშფოთებულები საქართველოში არსებული სიტუაციით. არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე მმართველი პარტია აგრძელებს დაშინების კამპანიას, როგორც პოლიტიკური ოპოზიციის, ისე სამოქალაქო საზოგადოების და ზოგადად, მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს არ შეესაბამება ჩვენს ღირებულებებს, ეს არ შეესაბამება ევროპის საბჭოს ღირებულებებს. ამიტომ, მოვუწოდებ ქართველ დეპუტატებს და დიპლომატებს, რომლებიც სწორედ ამ დარბაზში არიან, აიღონ პასუხისმგებლობა და უზრუნველყონ, რომ საქართველო დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და ევროპულ გზას დაუბრუნდეს",- განაცხადა ლანდსბერგისმა.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)