|
2024-10-02 12:04:49, 630 ნახვა
ომი უკრაინაში
DeepState - რუსეთმა დონეცკის ოლქში ქალაქ უგლედარის ოკუპაცია მოახერხა
ანალიტიკური პროექტი DeepState-ის ინფორმაციით, რუსეთმა დონეცკის ოლქში ქალაქ უგლედარის ოკუპაცია მოახერხა. ამის შესახებ მანამდე დონეცკის ოლქის გუბერნატორმაც განაცხადა. "მტერი უკვე თითქმის ქალაქის ცენტრთანაა" - განაცხადა უკრაინულ ტელევიზიაში ოლქის გუბერნატორმა, ვადიმ ფილაშკინმა. მანამდე უკრაინის 72-ე მექანიზებული ბრიგადის დრონების ბატალიონის მეთაურმა, ანდრიი ნაზარენკომ განაცხადა, რომ უგლედარში უკრაინული მხარე სამხედროებისა და შეიარაღების მხრივ ნაკლებობას განიცდიდა. "ვითარება უგლედარში ძალიან რთულადაა, ყველაზე რთულია, რადგან იერიშები უკვე ექვს თვეზე მეტხანს გრძელდება და მტერი მუდამ ცვლის რიგებს ახალი, გაწვრთნილი ძალებით". - განუცხადა ნაზარენკომ გამოცემა Reuters-ს. ნაზარენკოს თქმით, მისი დანაყოფი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ქალაქიდან ქვეითების უკან დასახევად "ფანჯარა" შეენარჩუნებინათ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)