|
2024-09-30 14:15:25, 374 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე - არასდროს მოვიხდით ბოდიშს - 26 ოქტომბრის არჩევნები ბოლო შანსია, საქართველო დამოუკიდებელი იყოს
ბიძინა და მისი კლანი ყიდიან ქვეყნის ღირსებას საკუთარი ძალაუფლების შენასანარჩუნებლად,- ასე ეხმაურება "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას. ვაშაძის თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები ქვეყნის "გადარჩენისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნების ბოლო შანსია". "ბიძინა და მისი კლანი ყიდიან ქვეყნის ღირსებას საკუთარი ძალაუფლების შენასანარჩუნებლად. ჩვენ არასდროს მოვიხდით ბოდიშს თავისუფლებისა და სამშობლოს სიყვარულისთვის. ხელისუფლება, რომელიც დღითიდღე სულ უფრო იშლება, გვპირდება მხოლოდ სიღარიბეს და იზოლაციას. სწორედ ამიტომ, 26 ოქტომბრის არჩევნები არის ბოლო შანსი, საქართველო იყოს დამოუკიდებელი, ევროკავშირის წევრი ქვეყანა, სადაც ევროპული სიკეთეები აისახება თითოეულ ქართულ ოჯახზე. შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ "მოსკოვი მზადაა, საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში დაეხმაროს". აღნიშნულ განცხადებას თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა და თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება განცხადებას პოზიტიურად აფასებს.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)