|
2024-09-29 15:14:18, 342 ნახვა
პოლიტიკა
თამარ კორძაია - ჩვენ დღეს სასამართლოს მეშვეობით ვეცდებით ემიგრანტების ხმის დაცვას
„ჩვენ დღეს სასამართლოს მეშვეობით ვეცდებით ემიგრანტების ხმის დაცვას. იმედი მაქვს, რომ სასამართლო მაინც იქნება გაბედული და კონკრეტული მოსამართლეები მაინც აიღებენ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას და დაიცავს ჩვენი ემიგრანტების უფლებას, რომ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში.“ - განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თამარ კორძაიამ თამარ კორძაიას განცხადებით - „ჩვენ დღეს სასამართლოს მეშვეობით ვეცდებით ემიგრანტების ხმის დაცვას. მე იმედი მაქვს, რომ სასამართლო მაინც იქნება გაბედული და კონკრეტული მოსამართლეები მაინც აიღებენ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას და დაიცავს ჩვენი ემიგრანტების უფლებას, რომ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და გააკეთონ თავიანთი პოლიტიკური არჩევანი. სამწუხაროდ, ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელიც ვალდებულია უზრუნველყოს თითოეული მოქალაქისთვის ხმის მიცემის პირობები, ამ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს და ჩვენს დასაბუთებულ არგუმენტებზე, მოქალაქეების მიერ წარდგენილ განცხადებებზე ამბობს, რომ ეს მისი საქმე არ არის. თქვენ წარმოიდგინეთ, ცესკო ამბობს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეების სურვილი, რომ სურთ ხმის მიცემა და ამ განცხადებების განხილვა, რომელიც დაიწერა ჩვენი მოქალაქეების მიერ, 50-ზე მეტ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქიდან, თურმე მათი კომპეტენცია არ არის და მისი ფუნქციონირება მაშინ რისთვის არის კანონით განსაზღვრული ამაზე მათ პასუხი არ აქვთ. ამბობენ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული სიების ფარგლებში მოქმედებენ მხოლოდ, მაგრამ ისინი ამ დროს იტყუებიან. ჩვენ ვეცდებით დღეს სასამართლოზე წარვადგინოთ ეს არგუმენტები. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ ვართ მართლები კანონის და სამართლის წინაშე, მაგრამ ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო.“- განაცხადა თამარ კორძაიამ
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)