|
2016-02-23 11:28:20, 686 ნახვა
სამართალი
მამუკა ახვლედიანი მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
თბილისი საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი მართლმსაჯულების სახლში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრის დაწყებამდე მამუკა ახლვედიანმა ჟურნალისტებთან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ისაუბრა. ახლვედიანი მის გადაყენებას ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს უკავშირებს. მისივე განმარტებით, დროთა განმავლობაში სასამართლო სისტემაში არსებულ რეალობას ბევრი დაინახავს და ბევრი მოხელე მხილებული იქნება. „შესაძლებელია, ჩემი გადაწყვეტილება უკავშირდება იმას, რომ დროთა განმავლობაში ბევრი დაინახავს იმ სიმართლეს, რაც ხდება სასამართლო სისტემაში და ბევრი მოხელე იქნება მხილებული. რა თქმა უნდა ეს არის ჩემი განცხადებების გამო მომხდარი ფაქტი“, - განაცხადა ახველედიანმა. მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. „ვიდავებ თუნდაც იმის გამო, რომ დავარწმუნებ სასამართლო სისტემას იმისთვის, რომ თუ რომელიმე მოსამართლის უფლებები შეილახება, რომ არ ჰქონდეთ შიში. ის გაივლის ყველა ინსტანციას. შესაბამისად დავამტკიცებ სასამართლო სისტემაში, რომ ასე მოსამართლის გათავისუფლება არ შეიძლება. წლების განმავლობაში ვკურირებდი მენეჯერულ საკითხებს სასამართლო სისტემაში“, - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა. არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მედიისთვის სპეციალური განცხადების გაკეთებას გეგმავს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)