|
2024-09-27 20:57:06, 368 ნახვა
პოლიტიკა
ილია დარჩიაშვილი პიტერ სიიარტოს შეხვდა
გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში, ნიუ იორკში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა უნგრეთის საგარეო და ვაჭრობის მინისტრთან, პიტერ სიიარტოსთან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებულ მჭიდრო მეგობრულ და სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობებს. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი. "ყურადღება გამახვილდა უნგრეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობაზე, მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე; ასევე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე. ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე საუბრისას, ხაზი გაესვა „საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ შეთანხმების მნიშვნელობას, რომელიც მიმდინარე წელს გაფორმდა. აღინიშნა ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის დადებითი დინამიკა. ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მიზნების ურყევი მხარდაჭერისთვის. შეხვედრის დასასრულს, ორივე მხარემ დაადასტურა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს საქართველოსა და უნგრეთს შორის თანამშრომლობის შემდგომ განმტკიცებას", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)