14:17 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-27 09:19:44, 416 ნახვა

საზოგადოება
სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. ქალაქის დაცემიდან დღეს 31 წელი შესრულდა. 

სოხუმის დაცემის 31-წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

სახელმწიფო დროშები ასევე დაშვებულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.

ომი, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა, 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.

შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობდა ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტებს შორის, რომელთაც მხარს უჭერდნენ რუსული ნაწილები.

სოხუმის აღების შემდეგ შემოსულმა სეპარატისტებმა ადგილობრივი მთავრობის წევრები: ჟიული შარტავა, გურამ გაბისკირია და რაულ ეშბა, რომლებმაც გაქცევაზე უარი თქვეს, მთავრობის სახლის წინ დახვრიტეს, ჟურნალისტი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს პრესსამსახურის უფროსი ალექსანდრე ბერულავა კი, უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

დაიღუპა და დაიჭრა ასობით ადამიანი, 300 000-მდე კი, საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე დევნილად იქცა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics