|
2024-09-26 16:53:26, 394 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - თალაკვაძესთან, ოდიშარიასა და წილოსანთან, რომლებიც საარჩევნო სიაში არ არიან, სხვადასხვა პოზიციაზე კონსულტაციები მიმდინარეობს
საპარლამენტო უმრავლესობის იმ წევრებთან, რომლებიც საარჩევნო სიაში ვერ მოხვდნენ, აღმასრულებელ ორგანოებში, სხვადასხვა პოზიციაზე კონსულტაციები მიმდინარეობს,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, კონსულტაციები მათ შორის არჩილ თალაკვაძესთან, ხატია წილოსანსა და ბექა ოდიშარიასთან მიმდინარეობს. "გარდა იმისა, რომ არჩილ თალაკვაძე ჩვენი ერთგული თანამებრძოლია, ის პროფესიონალი კადრია და ეს ყველამ იცით. მასთან მიმდინარეობს ძალიან სერიოზულ თემაზე კონსულტაციები და სანამ შეთანხმება არ მოხდება, ამის თქმის უფლება არ მაქვს. ასევე, არიან სხვა ადამიანები, მაგალითად ბექა ოდიშარიასთან მიმდინარეობს კონკრეტულ მიმართულებაზე კონსულტაციები. მაგალითად, ხატია წილოსანი, რომლის მიმართაც პრემიერის მხრიდან იყო შეთავაზება დიპლომატიურ სამსახურში ერთ-ერთ საპასუხისმგებლო პოზიციაზე. ელგუჯა გოცირიძემ თავად თქვა, რომ მას ურჩევნია დაბრუნდეს ბიზნესში და სრულფასოვნად ჩაერთოს. დანარჩენებთან მიმდინარეობს ძალიან სერიოზული კონსულტაციები კონკრეტული მიმართულებებით აღმასრულებელ სფეროში. შესაბამისად, ისინი ჩაამთავრებენ ამ მოწვევის პარლამენტში მუშაობას, რის შემდეგაც აღმასრულებელ ორგანოებში გადაინაცვლებენ სხვადასხვა ძალიან მნიშვნელოვან პოზიციებზე", - განაცხადა მდინარაძემ. ცნობისთვის, დღეს, 26 სექტემბერს "ქართულმა ოცნებამ" 170-კაციანი საარჩევნო სია გამოაქვეყნა.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)