|
2024-09-25 16:10:02, 305 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - მზად ვართ, დავიცვათ საქართველოს ინტერესები, პარალელურად კი, მზად ვართ პარტნიორული ურთიერთობებისთვის
საქართველოს ხელისუფლება ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის მზადაა, თუმცა აღნიშნული პროცესი ორმხრივი უნდა იყოს,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც დღეს ორპარტიულ კანონპროექტს, “ქართველი ხალხის აქტს“ განიხილავენ. კალაძის თქმით, მათი მხრიდან გარკვეული ურთიერთობებისთვის ქვეყნის ინტერესების დათმობა არ მოხდება. “ახალს არაფერს ველოდები. რაც შეეხება აშშ-საქართველოს ურთიერთობებს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ: საქართველოს ხელისუფლება მზადაა ურთიერთობების ნორმალიზებისთვის; მზადაა, კიდევ უფრო გააღრმაოს, უფრო მეგობრული გახადოს ურთიერთობები, მაგრამ როგორც სიყვარული ვერ იქნება ცალმხრივი, ისე ვერ იქნება ცალმხრივი ეს ურთიერთობებიც. რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან არ მოხდება, რომ გარკვეული ურთიერთობებისთვის ქვეყნის ინტერესები დავთმოთ. მზად ვართ, დავიცვათ საქართველოს ინტერესები. პარალელურად, მზად ვართ მეგობრობისთვის, პარტნიორული ურთიერთობებისთვის. ჩვენ არაერთხელ დაგვიმტკიცებია არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ კონკრეტული ქმედებებით, გადადგმული ნაბიჯებით, რომ საქართველო სანდო პარტნიორი ქვეყანაა“,- განაცხადა კალაძემ.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)