|
2024-09-20 23:17:51, 387 ნახვა
საზოგადოება
მერია - მიცკევიჩისა და კანკავას ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
„ევროპული მობილობის კვირეულის” ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების გამო, 21 და 22 სექტემბერს, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, კანკავას ქუჩასა და მიცკევიჩის ქუჩის ნაწილზე - პეკინის გამზირიდან გამრეკელის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში სატრანსპორტო გადაადგილება აიკრძალება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ინფორმაციით, ავტომობილების მძღოლები გამრეკელის ქუჩიდან, მიცკევიჩის ქუჩის ნაცვლად, გადაადგილებიან ცინცაძისა და ბახტრიონის ქუჩების, ასევე, ყაზბეგის გამზირის გამოყენებით. პეკინის გამზირიდან მიცკევიჩის ქუჩისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებებიც ისარგებლებენ ანალოგიური მარშრუტით. „ღონისძიებების პერიოდში, ცვლილებები შევა N347 ავტობუსისა და N497 მიკროავტობუსის მარშრუტებში, მხოლოდ მიცკევიჩის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას. კერძოდ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამრეკელის ქუჩიდან მარჯვნივ მოხვევით დაუკავშირდება ცინცაძის ქუჩას, პეკინის გამზირიდან კი მგზავრთა მომსახურებას განახორციელებს დადგენილი სქემით. რაც შეეხება კანკავას ქუჩას, შეზღუდვის პერიოდში სატრანსპორტო საშუალებები არნოლდ ჩიქობავას ქუჩიდან გადაადგილდებიან ივანე ტურგენევის ქუჩაზე, საიდანაც ივანე ჯავახიშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან, ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები კი, კანკავას ქუჩის ნაცვლად, გამოიყენებენ ჯავახიშვილის ქუჩას, შემდეგ მარცხნივ მოხვევით დაუკავშირდებიან ზაქარია ქურდიანის ქუჩას და მოძრაობას ჩიქობავას ქუჩისკენ განაგრძობენ. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა
სააკაშვილი: „რეფორმატორთა საბჭოს“ შექმნა ხელს შეუწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ განახლებას
საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ჰააგის დეკლარაციის კენჭისყრის დარბაზი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)