04:33 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-20 17:35:20, 458 ნახვა

მსოფლიო
ჰერცოგი - ჩვენ არ გვინდა ომი, მაგრამ გვაქვს უფლება, როგორც ნებისმიერ ერს, მშვიდობიანად და უსაფრთხოდ ვიცხოვროთ

ჩვენ არ გვინდა ომი, მაგრამ გვაქვს უფლება, როგორც ნებისმიერ ერს, მშვიდობიანად და უსაფრთხოდ ვიცხოვროთ, - ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

ჰერცოგის თქმით, ღამით ისრაელის საჰაერო ძალების მიერ ლიბანის მიმართულებით განხორციელებული დარტყმები "ზუსტი და შთამბეჭდავი" იყო.

"ჩვენ არ გვსურდა ეს ომი. ჩვენ არ გვინდა ომი, არც დღეს და არც არასდროს მოგვინდება, მაგრამ ჩვენ გვაქვს უფლება, როგორც ნებისმიერ ერს, ვიცხოვროთ ისე, როგორც ნებისმიერი ერი ცხოვრობს - მშვიდობიანად, უსაფრთხოდ და მშვიდად. გვაქვს უფლება, დავაბრუნოთ მძევლები საკუთარ ოჯახებში", - წერს ჰერცოგი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics