11:52 - 22 Jul, 2026
|
2024-09-16 14:58:02, 352 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ნიკოლ ფაშინიანი ეწვია
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში სომხეთის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. "ნიკოლ ფაშინიანს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უმასპინძლა. შესრულდა ორი ქვეყნის ჰიმნები. საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს დელეგაციების წევრები წარუდგინეს. საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრები მთავრობის ადმინისტრაციაში პირისპირ და გაფართოებულ შეხვედრებს გამართავენ, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)