11:54 - 22 Jul, 2026
|
2024-09-15 18:35:58, 532 ნახვა
პოლიტიკა
ზახაროვა - დასავლეთს არაერთხელ ჩაუნერგავს ადამიანი-ტერმინატორები - მოლდოვაში - სანდუ, უკრაინაში - ზელენსკი, საქართველოში - სააკაშვილი
დასავლეთმა მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ მოიყვანა ხელისუფლებაში, როგორც "ადამიანი-ტერმინატორი", ისევე, როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაში. უპირველეს ყოვლისა, ეს ადამიანები ძირს უთხრიან თავიანთი სახელმწიფოების ტრადიციულ საფუძვლებს,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ TASS-ს განუცხადა. ზახაროვას თქმით, საქართველოში "ადამიანი-ტერმინატორი სააკაშვილი იყო". "ასეთი ადამიანები დასავლელებს არაერთხელ ჩაუნერგავთ. მოდი, ჩამოვთვალოთ გვარები. მოლდოვაში ეს არის სანდუ, უკრაინაში - ზელენსკი, საქართველოში სააკაშვილი იყო. ეს ადამიანი-ტერმინატორები იმ მომენტში ფეთქდებიან, როდესაც დასავლეთში ღილაკს აჭერენ",- განაცხადა ზახაროვამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)