|
2024-09-15 09:52:18, 319 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - მოსახლეობას, პირველ რიგში, ვპირდებით მშვიდობას და ამას მოჰყვება ქვეყნის განვითარებაც
მიუხედავად შემოტევებისა, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანაში მშვიდობა შენარჩუნდეს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, ბოლო დროს განსაკუთრებით გამოჩნდა, რომ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას ალტერნატივა არ გააჩნია. „დღეს, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შიდა ქართლის მოსახლეობას შევხვდით. ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები კიდევ უფრო ცხადყოფს, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია. მიუხედავად შემოტევების, ზეწოლის და ბულინგისა, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანაში მშვიდობა შენარჩუნდეს. ამის გარეშე, შეუძლებელია რაიმე განვითარებაზე, ეკონომიკურ წინსვლაზე, სოციალური პროგრამების გახორციელებაზე საუბარი. შესაბამისად, ჩვენ მოსახლეობას, პირველ რიგში, ვპირდებით ქვეყანაში უწყვეტ მშვიდობას. ცხადია, ამას მოჰყვება ქვეყნის წინსვლაცა და განვითარებაც“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)