13:04 - 22 Jul, 2026
|
2024-09-13 19:04:10, 404 ნახვა
პოლიტიკა
ორბანი - გერმანიამ და მისმა კანცლერმა ბოლოს და ბოლოს გამოიღვიძეს და მიგრაციის ნეგატიური შედეგები შენიშნეს
გერმანიამ და მისმა კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბოლოს და ბოლოს გამოიღვიძეს და მიგრაციის ნეგატიური შედეგები შენიშნეს, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა. ორბანის თქმით, ევროპელი ლიდერები თუ ამბობენ, რომ საზღვრები უნდა იყოს დაცული, მათ არ უნდა დასაჯონ ისინი, ვინც მათ იცავს. "საზღვრების დაცვა ბოლო დროს ნეგატიური სიტყვა გახდა, რადგან ყველა ვალდებული იყო, მიგრანტები შემოეშვა - ვინც მათ აჩერებს, ის "ცუდი ბიჭია". ახლა გერმანიამ გამოიღვიძა. ტერორიზმი, კრიმინალი, სოციალური და ფინანსური ტვირთი მიგრანტების, რომლებსაც არ სურთ მუშაობა - ყველაფერი ეს იწყებს გერმანელების გამოღვიძებას", - განაცხადა ორბანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)