|
2024-09-13 15:29:24, 411 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ საბურთალოს დელეგატი აკაკი ალადაშვილი დიდი დიღმის მოსახლეობას შეხვდა
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი დიდ დიღომში, კლაპროთის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. მოსახლეობასთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ხაზი გაესვა არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების მნიშვნელობას. დელეგატის განცახდებით, შეხვედრაზე განიხილეს, როგორც ქვეყანაში ასევე, მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. „შეხვედრაზე, განვიხილეთ, როგორც ქვეყანაში ასევე, მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. ასევე, ვისაუბრეთ აღნიშნულ ტერიტორიაზე განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რომლის ფარგლებშიც 8 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო და მოსახლეობისთვის გადაადგილება კომფორტული გახდა",- განაცხადა ალადაშვილმა. შეხვედრას საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთო ცინცაძე და საბურთალოს საარჩევნო შტაბის უფროსი გიზო ვასაძე ესწრებოდნენ. ინფორმაციას „ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)