|
2024-09-13 12:52:05, 299 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ დელეგატი გოჩა ენუქიძე ლენტეხის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის დელეგატი გოჩა ენუქიძე, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორ პაპუნა მარგველიძესთან ერთად, სოფელ ჩიხარეშის მოსახლეობას შეხვდა. მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ისაუბრეს ქვეყანასა და მუნიციპალიტეტში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, ასევე განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. მოსახლეობასთან შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა. „მოსახლეობის საჭიროებებზე ზრუნვა და მათთან აქტიური კომუნიკაცია „ქართული ოცნების“ გუნდის უცვლელი პრიორიტეტია“,- განაცხადა გოჩა ენუქიძემ. შეხვედრას რეგიონის კოორდინატორი ქრისტინე კობახიძე და „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსი გიორგი გაზდელიანი ესწრებოდნენ. ინფორმაციას „ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)