|
2024-09-12 21:03:40, 477 ნახვა
პოლიტიკა
სენატორი კარდინი - ვფიქრობ, კონგრესს მეტის გაკეთება შეუძლია სანქციების კუთხით - იმას, რაც საქართველოში ხდება არ შევეგუებით
ვფიქრობ, კონგრესს მეტის გაკეთება შეუძლია სანქციების კუთხით, არ შევეგუებით იმას, რაც საქართველოში ხდება, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბენ კარდინმა სენატში გამრთულ მოსმენაზე განაცხადა. როგორც სენატორმა კარდინმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს საკითხს უფრო სტრატეგიულად უნდა მიუდგეს. "ჩვენ უფრო სტრატეგიულად უნდა მივუდგეთ ამ საკითხებს. ვფიქრობ, კონგრესს მეტის გაკეთება შეუძლია სანქციების კუთხით. ჩვენ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ არ შევეგუებით იმას, რაც საქართველოში ხდება და გადავდგამთ შესაბამის ნაბიჯებს. ამას უფრო მკაფიოდ განვაცხადებთ, როდესაც მივიღებთ კანონმდებლობას, რომლის ავტორები არიან სენატორი რიში და სენატორი შაჰინი", - განაცხადა სენატორმა კარდინმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)