|
2024-09-12 17:46:03, 474 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ქართველი მებრძოლის, ლადო გამსახურდიას წინააღმდეგ საქმე აღძრა
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ქართველი მებრძოლის, ლადო გამსახურდიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია "რია ნოვოსტი" საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც მედია წერს, გამსახურდიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა "კურსკის რეგიონის მცხოვრებთა წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებებში მონაწილეობას" უკავშირდება. "გამსახურდია ეჭვმიტანილია რამდენიმე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში: გამოძიების ინფორმაციით, გამსახურდია დიდი ხანია, ჩართულია შეიარაღებულ კონფლიქტში, ასევე აგროვებს, ამზადებს და აფინანსებს დაქირავებულ პირებს. უკრაინის სამხედრო ფორმირებების წარმომადგენლებთან ერთად, მათ უკანონოდ გადაკვეთეს საზღვარი და შეიჭრნენ კურსკის რეგიონში. იქ ყოფნისას დაქირავებულები, გამსახურდიასთან ერთად, სჩადიოდნენ დანაშაულებრივ ქმედებებს, რომლებიც მიზნად ისახავდა მშვიდობიანი მოსახლეობის მოკვლას და მკვლელობის მცდელობას",- ნათქვამია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მთავარი სამხედრო საგამოძიებო დეპარტამენტის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)