|
2024-09-12 16:26:06, 388 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ვაკის დელეგატი ზუკა რურუა ჭავჭავაძის გამზირის N52-54-ის მცხოვრებლებს შეხვდა
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ვაკის დელეგატი ზუკა რურუა, ჭავჭავაძის გამზირის N52-54-ის მცხოვრებლებს შეხვდა. "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და მათ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია -კერძოდ, განიხილეს ჭავჭავაძის გამზირის N52-54-ში არსებული სკვერისა და სტადიონის რეაბილიტაციის გეგმა. ზუკა რურუას განცხადებით, სკვერი და სპორტული მოედანი სრულად მომავალ წელს განახლდება. "წარმოვადგინეთ რენდერები, რომლებიც სკვერისა და სპორტული მოედნის რეაბილიტაციას ეხება. უშუალოდ ადგილობრივ მოსახლეებთან ერთად განვიხილეთ სკვერისა და სტადიონის ესკიზი, რომლის მიხედვითაც რეაბილიტირდება შიდა ეზო. სკვერი და სპორტული მოედანი სრულად მომავალ წელს განახლდება", - განაცხადა ზუკა რურუამ. შეხვედრას ესწრებოდნენ, ვაკის გამგებელი - დავით კვინიკაძე, ვაკის მაჟორიტარი - ნოდარ ტურძელაძე და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ტყემალაძე. ინფორმაციას "ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)