|
2024-09-11 14:55:30, 321 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე საარჩევნო სიაში მყოფ სპორტსმენებზე გაკეთებულ განცხადებებზე - ეს არის ლიბერალურ-ფაშისტური გამოხმაურების გაგრძელება
ეს არის იმ ლიბერალურ-ფაშისტური გამოხმაურების გაგრძელება, რასაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ყოველდღიურად ვხედავთ სხვადასხვა პოლიტიკოსისა და მათი მხარდამჭერების, ასევე, კონკრეტული ტელევიზიის მხრიდან, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში კანდიდატებად წარდგენილი სპორტსმენების ირგვლივ მიმდინარე საკითხზე. კალაძის თქმით, "როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, ყველას აჩვენებდნენ, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი, დღეს კი უკვე აჩვენებენ, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია". „ამ ადამიანებმა ვერ ისწავლეს ჭკუა. როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, ყველას აჩვენებდნენ, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი, დღეს კი უკვე გვაჩვენებენ, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია. რადიკალიზმს, ბოროტებას საზოგადოება 26 ოქტომბერს გასცემს პასუხს. საქართველოში, მით უმეტეს, ქართულ პოლიტიკაში, არ არის ადგილი ბოროტების და იმ ძალების, რომლებიც თავანთი გადადგმული ნაბიჯებით ეწინააღმდეგებიან ქვეყნის განვითარებას, არიან მოღალატეები, აგენტები. ასეთი ადამიანების ადგილი არა თუ ქართულ პოლიტიკში, ზოგადად, ქვეყანაში უნდა იყოს პრობლემა და საზოგადოებას აქვს კიდეც ასეთ ადამიანებთან შესაბამისი დამოკიდებულება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)