|
2024-09-11 13:38:33, 387 ნახვა
პოლიტიკა
ცისკარიშვილი - „ოცნების“ მიზანი იყო, სია გაეკეთილშობილებინათ, თუმცა მოხდა პირიქით - ჩვენს სპორტსმენებს ჩირქი მოსცხეს
"ოცნების” მიზანი იყო, საპარლამენტო სია გაეკეთილშობილებინათ, თუმცა საბოლოო ჯამში მოხდა პირიქით, რომ ჩვენს ცნობილ სპორტსმენებს, მათ რეპუტაციას და სახელებს მოსცხეს ჩირქი,- ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა “ქართული ოცნების” საარჩევნო სიასთან დაკავშირებით განაცხადა. ცისკარიშვილის თქმით, "მთავარი შეკითხვაა, ეყოფათ თუ არა ნებისყოფა, იყვნენ მომავალი მთავრობის ოპოზიციაში თუ რამდენიმე მათგანი შეუერთდება ახალ კოალიციურ მთავრობას". “ოცნების” სიასთან დაკავშირებით, ჩემი აზრით, კითხვა სხვაგვარად უნდა დავსვათ, ეს ადამიანები იქნებიან ოპოზიციაში, თუ ამ ოცეულიდან რამდენიმე მათგანი შეუერთდება ახალ კოალიციას, რომელსაც ძირითადად დღევანდელი ოპოზიცია დააკომპლექტებს? ეს არის საინტერესო და მნიშვნელოვანი კითხვა და არა უბრალოდ სახელები და გვარები, რადგან დანარჩენი ჩვენ ყველამ ვიცით. ესენი არიან “ოცნების” სახეები გასაკეთილშობილებლად ამ სიის და ამ სახელებს და გვარებს დაამატეს რამდენიმე ჩვენი ცნობილი სპორტსმენი. საბოლოო ჯამში, ალბათ, ყველაფერი მოხდა პირიქით, მათ რეპუტაციას, ამ ადამიანების სახელებს მოსცხეს ჩირქი და არა იმ მიზანს მიაღწიეს, რაც დაგეგმილი ჰქონდათ, რომ თავიანთი სია გაეკეთილშობინებინათ. საბოლოო ჯამში, მთავარი შეკითხვა არის იმასთან დაკავშირებით, მათ ეყოფათ თუ არა ნებისყოფა, იყვნენ მომავალი მთავრობის ოპოზიციაში თუ რამდენიმე, ჩემი ვარაუდით, 3-4 მათგანი შეუერთდება ახალ კოალიციურ მთავრობას?" - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა. შეგახსენებთ, გუშინ, 10 სექტემბერს "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა, მათ შორის სპორტსმენები - ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილიც არიან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)