|
2024-09-11 13:30:09, 361 ნახვა
პოლიტიკა
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შეხვედრები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, გუბაზეულის ხეობაში გაიმართა
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მორიგი შეხვედრები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, გუბაზეულის ხეობაში გაიმართა. „ქართული ოცნების" ჩოხატაურის საოლქო ორგანიზაციის წევრები ხევის, ნაბეღლავის, ჩხაკოურის და ქვაბღის მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე პარტიის წარმომადგენლებმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში განხორციელებულ პროექტებზე, არსებულ საჭიროებსა და სამომავლო გეგმებზე გაამახვილეს ყურადღება, ასევე მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს. „26 ოქტომბერს ყველანი უნდა მივიდეთ არჩევნებზე! გავაკეთოთ სწორი არჩევანი და ხმა მივცეთ ევროპულ მომავალს! მადლობას გიხდით თითოეულს საარჩევნო კამპანიაში აქტიური ჩართულობისთვის",- მიმართა საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შარაშიძემ მოქალაქეებს. ინფორმაციას "ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)