|
2024-09-10 14:43:41, 364 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ხელისუფლება ყოველთვის გვერდით დაუდგება ისეთ ორგანიზაციებს თუ ადამიანებს, ვისაც სურვილი აქვთ, ქვეყნის ინტერესები გაატარონ
ხელისუფლება ყოველთვის გვერდით დაუდგება ისეთ ორგანიზაციებს თუ ადამიანებს, ვისაც სურვილი აქვთ, ქვეყნის ინტერესები გაატარონ, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანასების გზით მათი მოსყიდვის საფრთხეებს ეხებოდა. თბილისის მერის თქმით, პრემიერის გადაწყვეტილება არასამთავრობო სექტორის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, ქვეყნის ინტერესების დაცვისკენ მიმართული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. "ჩვენ მივესალმებით არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვინც მართლა კეთილ საქმეს აკეთებს და ისეთ საქმეს აკეთებს, რომელიც ამ ქვეყნისთვის მართლაც მნიშვნელოვანია. რატომაც არა, ყველანაირად ხელს შევუწყობთ, დავეხმარებით, დავაფინასებთ. გუშინ პრემიერმა ვრცლად ისაუბრა აღნიშნულ გადაწყვეტილებათან დაკავშირებით და ის შანტაჟი, რომელიც მოდიოდა უცხოეთიდან, ამ ორგანიზაციების მიმართულებით, რომ თქვენ თუ დარეგისტრირდებით, ჩვენ არ დაგაფინანსებთ - ეს ძალიან მძიმეა. შესაბამისად, ვისაც მართლა სურვილი აქვს, რომ კარგი საქმე აკეთოს ჩვენი ხალხისთვის, ჩვენ გვერდით დავუდგებით", - განაცხადა თბილისის მერმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)