|
2024-09-10 12:15:30, 369 ნახვა
პოლიტიკა
ბეჟაშვილი - პრემიერის განცხადება NGO-ებისთვის ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე ცინიკურია - ეს იქნება არჩევნების გაყალბებისთვის კიდევ ერთი ნაბიჯი
პრემიერის განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციების ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე ცინიკურია, ეს 200 მილიონი გამოყენებული იქნება პროსამთავრობო არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, მათი დაფინანსებისთვის, ასევე ამომრჩევლის მოსყიდვისთვის,- ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა. ბეჟაშვილის თქმით, "ეს არჩევნების გაყალბებისთვის გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება". "პრემიერ-მინისტრის განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციების ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე ცინიკურია, რადგან ცხადზე უცხადესია, რომ არასამთავრობოები ვერ შეინარჩუნებენ დამოუკიდებლობას, თუ ხელისუფლების ფინანსებზე იქნებიან დამოკიდებული. მათი მთავარი საქმიანობა სწორედ ობიექტურობას და დამოუკიდებლობას უკავშირდებოდა, ამიტომ იყო მნიშვნელოვანი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წვლილი არასამთავრობო სექტორის განვითარებაში. გასაგებია, რომ ეს 200 მილიონი გამოყენებული იქნება პროსამთავრობო არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, მათი დაფინანსებისთვის, ასევე ამომრჩევლის მოსყიდვისთვის. და ბუნებრივია, ეს კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტორი იქნება, თუ რატომ არ შეიძლება ჩაითვალოს ხელისუფლების ეს ნაბიჯი არჩევნების ხელშემწყობ ღონისძიებად, პირიქით: ეს იქნება არჩევნების გაყალბებისთვის გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი",- ამბობს ბეჟაშვილი. შეგახსენებთ, გუშინ, 9 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დაფუძნდება საგრანტო პროგრამა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)