|
2024-09-10 11:46:00, 376 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის ელჩი - ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იყო ბევრი დეზინფორმაცია, მათ შორის „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონზე
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იყო ბევრი დეზინფორმაცია, მათ შორის "უცხოური გავლენის შესახებ" კანონზე,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა. როგორც დანიგანმა ჟურნალისტებს უთხრა, შეერთებული შტატების დახმარება "ქართველებთან, ქართველების დასახმარებლად" მიდის. "ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იყო ბევრი დეზინფორმაცია, მათ შორის "უცხოური გავლენის შესახებ" კანონზე. იმის შესახებ, თუ რას ემსახურება უცხოური დახმარება. და ეს ოთხი მაგალითი არის მაგალითები იმისა, თუ სად მიდის ჩვენი მხარდაჭერა. ქართველებთან, ქართველების დასახმარებლად. ეს არის დახმარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის; ეხმარებიან ახალგაზრდებს ინგლისური ენის შესწავლაში; ეხმარებიან ქართული კულტურის შენარჩუნებასა და დაფასებაში. ეს არის ის, რასაც ჩვენი მხარდაჭერა ემსახურება. ასე რომ, ეს დადებითი ფაქტორია, ეს არის საქართველოსთან ერთად მუშაობა და არ არის უარყოფითი",- განაცხადა ელჩმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)