|
2024-09-10 11:35:45, 359 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს აკადემია ევროპის პოლიციის კოლეჯთა ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციას და მმართველი საბჭოს შეხვედრას მასპინძლობს
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გელა გელაძესთან ერთად, ევროპის პოლიციის კოლეჯთა ასოციაციის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიებას, რომელშიც ევროპის 26 ქვეყნის წამყვანი საპოლიციო საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები მონაწილეობენ, მიმდინარე წელს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია მასპინძლობს. "საერთაშორისო კონფერენციის - "ხელოვნური ინტელექტი საპოლიციო განათლებაში" მსვლელობისას, გერმანიის, იტალიის, უკრაინის, ისრაელის, უნგრეთის, შვეიცარიისა და ჩეხეთის რესპუბლიკის პოლიციის საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა მონაწილეებს საპოლიციო სწავლებაში გამოყენებული ინოვაციური მიდგომების შესახებ გამოცდილება გაუზიარეს. ღონისძიებების ფარგლებში დაგეგმილია ევროპის პოლიციის კოლეჯთა ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრთა შეხვედრა, რა დროსაც ასოციაციის ახალი პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდება. საპოლიციო განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით კი, კონფერენციის მონაწილეები სამომავლო აქტივობებს განიხილავენ. ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში 3 დღეს გასტანს და 11 სექტემბერს დასრულდება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია AEPC-ის წევრი 17 წლის წინ გახდა, 2017 წლის 5 მაისს არჩეული იქნა ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის მუდმივმოქმედ წევრად, ხოლო 2023 წლიდან დღემდე ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი, ვახტანგ გაბრიჭიძე იკავებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)