23:56 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-03 20:43:04, 538 ნახვა

საზოგადოება
მონღოლეთში აცხადებენ, რომ პუტინი რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების გამო არ დააკავეს

მონღოლეთმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ბრძანება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების შესახებ იმის გამო არ შეასრულა, რომ ქვეყანა რუსეთზეა ენერგეტიკულად დამოკიდებული. ამის შესახებ მონღოლეთის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა.

მისივე თქმით, "მონღოლეთი ყოველთვის იცავდა ნეიტრალიტეტის პოლიტიკას დიპლომატიურ ურთიერთობებში, რასაც ქვეყნის მაღალჩინოსნების მიერ აქამდე გაკეთებული განცხადებებიც ადასტურებს".

"მონღოლეთს ნავთობპროდუქტების 95% და ელექტროენერგიის 20%-ზე მეტი ჩვენი უშუალო მეზობლებიდან შემოაქვს (მეზობელი კი მხოლოდ ორია: რუსეთი და ჩინეთი). ეს მარაგი გადამწყვეტია ჩვენი და ჩვენი ხალხის არსებობის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა მაღალჩინოსანმა.

შეგახსენებთ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მონღოლეთს მოუწოდა, რომ აღასრულოს საერთაშორისო სისხლის სამართალის სასამართლოს ნაკისრი ვალდებულები და დააპატიმროს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელიც მონღოლეთში ვიზიტით იმყოფება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics