|
2024-09-03 12:43:25, 474 ნახვა
პოლიტიკა
წითლიძე - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს თავს დაესხნენ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ოფისს თავს დაესხნენ. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ანა წითლიძემ სოციალურ ქსელში დაწერა. წითლიძის თქმით, შტაბში “ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მუქარითა და შეურაცხმყოფელი შეძახილებით მივარდნენ. "ქართული ოცნების" დელეგატი დათო კოდუა მამამისს ოთარ კოდუას ავალებს, რომ "ერთიანობის" ოფისში შევარდეს ხელჯოხებით, დაემუქროს იქ მყოფ ახალგაზრდა გოგოებს, რომ მათ აკუწავს და ენებს ამოაცლის. მე მინდა მათ მივმართო: თქვენი ისტერია მხოლოდ იმას მოწმობს, რომ იცით, პირწმინდად გაქვთ წაგებული 26 ოქტომბერს დარჩელიც, როგორც წითლიძე წერს, ერთი- ერთი მათგანი იყო "ოცნების" აქტივისტი მამუკა ქორთუშვილი, ხოლო პროვოკაციას ხელმძღვანელობდა ოთარ კოდუა, "ოცნების" დელეგატის, დავით კოდუას მამა, რომელიც ოფისში მყოფ პირს დაემუქრა- "დათო კოდუას მამამ ჩემი შტაბის წევრს უთხრა -"დაგკუწავ და ენას ამოგაძრობო".
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)