|
2024-09-02 22:00:17, 462 ნახვა
პოლიტიკა
თამარ ტყეშელაშვილი - მოსარჩელე მხარეს სურდა, საკონსტიტუციო სასამართლოს ტრიბუნა პოლიტიკური განცხადებებისთვის გამოეყენებინა
საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე მოსარჩელე მხარის არგუმენტები უფრო მეტად იყო პოლიტიკური. რჩებოდა შთაბეჭრილება, რომ მათ სურდათ აღნიშნული ტრიბუნა პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისთვის გამოეყენებინათ, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ ტყეშელაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "დღის ქრონიკაში" ისაუბრა. "როგორც კი ჩვენ საუბარი სამართლებრივი არგუმენტებით მიგვყავდა, მოსარჩელე მხარე ერთსა და იმავე კითხვას მაინც სხვადასხვა კონტექსტში რამდენჯერმე იმეორებდა. იყო ძალიან დიდი მცდელობა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის, დეზინფორმაციის გავრცელების, გარკვეული საკითხებით მანიპულირების და ა.შ. ითქვა, თითქოს ის ვინც რეგისტრირდება - ამას შიშის გამო აკეთებს. თუმცა, იმ დროისთვისვე, რეგისტრაციის მსურველთა რიცხვი იყო ბევრად მაღალი ვიდრე მოსარჩელეთა რიცხვი, ვგულისხმობ არასამთავრობო ორგანიზაციებს. იყო მცდელობა რომ მათ ესაუბრათ მთელი საზოგადოების, მთელი ქვეყნის სახელით", - განაცხადა თამარ ტყეშელაშვილმა. თამარ ტყეშელაშვილმა, სხდომაზე მოსარჩელე მხარის მხრიდან ბექა ძამაშვილის "ფეისბუქ" პოსტზე გაჟღერებული ინფორმაციაც გაიხსენა და აღნიშნა რომ სახელმწოფო ინტერესებით თამაში, წითელი ხაზია. "რამდენჯერმე დაისვა საკითხი, თუ რა ელით იმ ორგანიზაციებს, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობს? არაერთხელ გაეცა ამას პასუხი. ითქვა, რომ სახელმწიფო დგას გარანტად ამ თემის მგრძნობიარებიდან გამომდინარე. თუმცა შემდეგ, უკვე დასრულებულ სხდომაზე, ერთ-ერთმა მოსარჩელემ ბექა ძამაშვილის ფეისბუქ პოსტი გაიხსენა. თითქოს მან დაადანაშაულა კონკრეტული არასამთავრობოები არასწორ ქმედებებში და ა.შ. ჩვენთვის, როგორც სახელმწიფოსთვის არის წითელი ხაზი, როდესაც ხდება თამაში სახელმწიფო ინტერესების გამოყენებით. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვალდებული ვიყავით გვეთქვა, რომ სარჩელი იყო შეტანილი ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის, კონკრეტულად "საიას" მიერ აგვისტოს ომის საქმეზე საქართველოს წინააღმდეგ",- განაცხადა თამარ ტყეშელაშვილმა.
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)