|
2024-09-02 21:53:24, 551 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ამნისტიის კანონის მიღების შემდეგ 1 000-ზე მეტი პატიმარი დატოვებს საპატიმროს, 5 000 კი ეტაპობრივად
ხვალ და მომდევნო დღეებში, ჩვენ ვიმსჯელებთ ამნისტიის კანონზე, რომელიც საბოლოო ჯამში, შეეხება სხვადასხვა დროს და ფორმით, 6 000-მდე პატიმარს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, კანონის ძალაში შესვლისთანავე საპატიმროს 1 000 პატიმარი დატოვებს. "ხვალ იქნება მორიგი სხდომა, ძირითადად ჩვენ ვისაუბრებთ ორ თემასთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან აქტუალურია ხვალ და მომდევნო დღეებში, ჩვენ ვიმსჯელებთ ამნისტიის კანონზე, რომელიც საბოლოო ჯამში, შეეხება სხვადასხვა დროს და ფორმით, 6000-მდე პატიმარს. აქედან 1000-ზე მეტი ამნისტიის ძალაში შესვლისთანავე დატოვებს საპატიმროს, ხოლო 5000 პატიმარი საპატიმროს დატოვებს სხვადასხვა დროს. ეს არის ყველაზე მასშტაბური ამნისტია და მიუხედავად სპეკულაციებისა, ჩვენ კარგ საქმეს ვაკეთებთ და ადამიანებს მიეცემათ რესოციალიზაციის საშუალება, რაც სასჯელის დანიშვნის დროსვე არის გათვალისწინებული", - განაცხადა მდინარაძემ.
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)